ადგილობრივი თვითმმართველობა

ადგილობრივი თვითმმართველობა
• საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში, აგრეთვე იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულების მიღება, მასში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მის შესრულებაზე; დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, შესრულება და კონტროლი; ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია; კომუნალური მეურნეობა და ა.შ.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005,
• 1. ადგილობრივგი თვითმმართველობა - ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება და შესაძლებლობა რეგლამენტაცია გაუკეთოს სახელმწიფო საქმეთა მნიშვნელოვან ნაწილს და მართოს იგი კანონის ფარგლებში, საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად (მუხლი 3. პ.1). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონით დადგენილ ფარგლებში, ფლობენ მოქმედების სრულ თავისუფლებას (მუხლი 4. პ.2) 2. ადგილობრივი თვითმმართველობა - ესაა კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი საფუძველი, ხელისუფლების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპი, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან ერთად განსაზღვრავს ქვეყნის მმართველობის სისტემას. ადგილობრივი მმართველობა სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ელემენტია. ადგილობრივი ანუ, როგორც მას ხშირად დასავლეთის ქვეყნებში უწოდებენ, მუნიციპალური თვითმმართველობა მოიცავს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვას, რომელიც არჩეული ორგანოების და მათი ადმინისტრაციული აპარატის მეშვეობით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობის მიერ ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო მმართველობის ერთგვარად დეცენტრალიზირებული ფორმაა, რომლის ძირითად ნიშნებს არჩევითობა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვა-გამგებლობაში გარკვეული დამოუკიდებლობა წარმოადგენს. იქმნება შესაბამისი ორგანოების სისტემა, რომელთაც საკუთარი აღმასრულებელი აპარატი, შესაბამისი უფლებამოსილებანი და მუნიციპალური საკუთრების სახით მატერიალური ბაზა გააჩნიათ. ადგილობრივი თვითმმართველობა შეიცავს ორი სახის ორგანოებს, როგორებიცაა არჩევითი - საკრებულოები (საბჭო, ასამბლეა) და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც ფორმალურად მოწოდებული არიან ცხოვრებაში გაატარონ წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა - საკრებულო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დასახელებას ატარებს - საგრაფოს საბჭო, გენერალური საბჭო, მუნიციპალური საბჭო, კომუნალური საბჭო და სხვა. განვითარებულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევა ხდება შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის მიერ, პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. ზოგიერთ ქვეყანაში, ,აგალითად: იტალიაში, შვეციაში, ლიტვაში გამოიყენება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ხოლო გერმენიაში შედარებით განსხვავებული სისტემაა, სადაც პროპორციული არჩევნები ე.წ. ხუთ პროცენტიანი ბარიერითაა რეგლამენტირებული.
Source: კოპალეიშვილი მ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური (სამართლებრივიმ მოწესრიგების) საფუძველი// ალმანახი № 10, [სახელმწიფო სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.,
• ადგილობრივი მოსახლეობის კონსტიტუციური უფლება, მართოს ადგილობრივი მნიშვნელობის საჯარო საქმეები საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით (ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია).
Source: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბ.: საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004
• მოქალაქეთა უფლება, თავად გადაწყვიტონ გარკვეული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები. ეს უფლება გარანტირებულია კანონით.ადგილობრივი თვითმმართველობისა და მისი ცალკეული ორგანოების უფლებამოსილების ფარგლებს ქვეყნის კანონმდებლობა ადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები სამ ძირითად ფუნქციაზე შეიძლება დავიყვანოთ: სახელისუფლო ფუნქცია, სამეურნეო ფუნქცია და ადგილობრივი საკითხების გადასაწყვეტად მოქალაქეთა გაერთიანების ფუნქცია.
Source: პარტიები და თვითმმართველობა: გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - თბ.: CIPDD, 2007 – 27გვ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Полезное


Смотреть что такое "ადგილობრივი თვითმმართველობა" в других словарях:

  • კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ — განსაზღვრავს საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს. ამ უფლებამოსილებათა ზოგიერთი ჩამონათვალი ასეთია: ა) საკრებულოს თანამდებობის პირთა (თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები), აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის (გამგებლის,… …   Georgian encyclopedia

  • ექსკლუზიური უფლებამოსილებანი — • ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს (Local Governments in the ntw Europe. R.J. Bennett. Belhaven press.1999). Source: ადგილობრივი დემოკრატიის… …   Georgian encyclopedia

  • დეცენტრალიზაცია — • საჯარო ხელისუფლების გადაცემა ცენტრიდან პერიფერიებზე. უზრუნველყოფს ქმედების არჩევის თავისუფლებას, გადაწყვეტილებების მიღების ავტონომიურობას საკუთარი პასუხისმგებლობით. დეცენტრალიზაციით ხდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის სწორედ იმ საკითხების… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა — წარმოადგენს ევროპის საბჭოს მეორე მთავარ საწესდებო ორგანოს და გამოხატავს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ძირითადი პოლიტიკური ძალების ინტერესებს. ამავე დროს, ასამბლეა ევროსაბჭოს ერთ ერთი წამყვანი ორგანოა, რომელიც ახორციელებს თანამშრომლობას ჩვენი… …   Georgian encyclopedia

  • გამგეობა — ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი. Source: პარტიები და თვითმმართველობა: გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბ.: CIPDD, 2007 – 27გვ …   Georgian encyclopedia

  • საკრებულო — ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. რაიონის საკრებულო პროპორციული წესით არჩეული ათი დეპუტატისგან და ყოველი თემისგან მაჟორიტერული პრინციპით არჩეული თითო დეპუტატისგან შედგება. თვითმმართველი ქალაქების (თბილისის გარდა)… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»